“არავითარი დაპირისპირება არ მომხდარა“ – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი “ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ ახალციხეში,“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უარყოფს.
როგორც “კვირას“ აკაკი მაჭუტაძემ განუცხადა, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მისი შეფასებით, მეორე ტურის წინ “ნაციონალური მოძრაობა“ მსგავს დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს .
“ეს არის მტკნარი სიცრუე, მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ გავრცელებული დეზინფორმაცია, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, -განუცხადა “კვირას“ აკაკი მაჭუტაძემ.
”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ახალციხეში, ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები