შიხიაშვილი აშშ-დან მხარდამჭერებს მიმართავს: ხმა მიეცით “ქართული ოცნების” კანდიდატს, მარიამ ჯაშს

სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებიში იმყოფება, მხარდაჭერებს მიმართავს და ამავე ოლქში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მარიამ ჯაშის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც შიხიაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, „ნაცმოძრაობის“ მორიგი ხრიკია, რომ თითქოს არჩევნების შედეგებით უკმაყოფილონი, აღარ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. შიხიაშვილის მტკიცებით, “ნაციონალები“ ყველა ხერხს გამოიყენებენ, რომ დააცხრონ ამომრჩევლის აქტივობა.

“ნაცების” მიზანი ერთია: “ოცნების” მხარდამჭერნი “ოცნების” გამარჯვებით კმაყოფილნი და მეორე ტურშიც გამარჯვებაში დარწმუნებულნი, როგორმე პასიური გახადონ და დაარწმუნონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც, რომ “ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, დემოკრატიას დაემუქრება საფრთხე და მივიღებთ ავტოკრატიულ მმართველობას. ეს მტკნარი სიცრუეა! ჯერ ერთი, “ქართული ოცნება”, “ნაცმოძრაობისგან” განსხვავებით, არ არის მოძალადე პოლიტიკური გაერთიანება და მან ეს დაამტკიცა. ის არ ატერორებს, არ ჩაგრავს საკუთარ ხალხს, რასაც ფსიქოპათი სააკაშვილი თავისი ხროვით ახორციელებდა! დიახ, საოცრად ეშინია „ნაცსექტას“, რადგან მათ მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების – რომელიც მხოლოდ მათი ძალაუფლების განსამტკიცებლად ჰქონდათ განხორციელებული – სამართლიანად შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდება. ეს იქნება “ნაცების” დასასრულის დასაწყისი! ამიტომ განსაკუთრებული მობილიზება გვმართებს თითოეულ ჩვენგანს, რომ ოცნების ყველა კანდიდატმა დაამარცხოს “ნაცების” კანდიდატი ყველა საარჩევნო ოლქში! მე ვთხოვ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, იყვნენ მაქსიმალურად აქტიურნი და ხმა მისცენ “ქართული ოცნების” კანდიდატს, ქალბატონ მარიამ ჯაშს! მე დარწმუნებული ვარ, რომ სამგორის 12 ოლქში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ქალბატონი მარიამი და ვუსურვებ, სამგორელების ღირსეული ხმა იყოს პარლამენტში!“, – განუცხადა “კვირას“ ირაკლი შიხიაშვილმა.

შიხიაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც შიხიაშვილმა აღნიშნა, ის ნიუ-იორკში, “რესპუბლიკური პარტიის” კლუბის მიწვევით იმყოფება. მისი თქმით, მუშაობის მიზანია ამ კლუბის წარმომადგენლობის დაფუძნება საქართველოში, რათა უფრო მჭიდრო გახდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთთანამშრომლობა.

„ვიმყოფები ნიუ-იორკში, “რესპუბლიკური პარტიის” კლუბის მიწვევით. როგორც მოგეხსენებათ, სექტემბერში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ამ კლუბის ხელმძღვანელობა. ჩვენი მუშაობის მიზანი, მინდა შევახსენო საზოგადოებას, გახლდათ ამ კლუბის წარმომადგენლობის დაფუძნება საქართველოში. რათა უფრო მჭიდრო გავხადოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა მრავალი საინტერესო და საჭირო მიმართულებით, ორივე ქვეყნის ინტერესების თანხვედრით. სწორედ ამ მიზნით, ჩატარდა კონფერენცია – “მეტი მეგობარი საქართველოს “, მალე საზოგადოებას ვამცნობთ ამ ახალი ორგანიზაციის, ” ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის”, ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც აუცილებლად წაადგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ “ამერიკის რესპუბლიკური კლუბის” 150-წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს იქნება პირველი სრულუფლებიანი წარმომადგენლობა ამერიკის გარეთ, კერძოდ ევრაზიის კონტინენტზე, კავკასიის რეგიონში.

უახლოეს მომავალში კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ქართულ საზოგადოებას უფრო დაწვრილებით. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში მე ვიქნები“, -განუცხადა “კვირას“ ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები