იენს სტოლტენბერგი: საქართველომ ჩაატარა არჩევნები, რომელიც ჩათვლილია როგორც თავისუფალი და სამართლიანი

“საქართველო ნატოს საკვანძო და ფასეული პარტნიორია”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატოსთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია.
„გუშინ განვიხილეთ და მივიღეთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება. დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი. საქართველო ნატოს საკვანძო პარტნიორია, ძალიან ფასეული პარტნიორი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია, ერთი წლის წინ გავხსენით ახალი საწვრთნელი ცენტრი, წელს დიდი სწავლება ჩავატარეთ. ამიტომ, საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვაძლიერებთ პარტნიორობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ადასტურებს.
“საქართველომ ჩაატარა არჩევნები, რომელიც ჩათვლილია როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჩემთვის პირადად ეს ადასტურებს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს,”- აცხადებს სტოლტენბერგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები