სოზარ სუბარი: 49 ოლქში “ქართული ოცნება” მოიგებს, შეიძლება ერთი ოლქი ვერ მოვიგოთ

“არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
ამასთან, სუბარის თქმით, ყველაფერი მზად არის, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩატარდეს.
“მეორე ტურთან დაკავშირებით სრული მზადყოფნაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი და ვერავინ გაბედავს, გაიმეოროს ის მცირეოდენი ინციდენტებიც კი, რომელიც პირველ ტურში იყო. დარწმუნებული ვარ, რომ 49 ოლქში “ქართული ოცნება” მოიგებს. ერთი ოლქი შეიძლება ვერ მოვიგოთ, რადგან იქ ჩვენი წარმომადგენელი არ არის”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები