„ვიქნები თუ არა განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, უნდა ჰკითხოთ პრემიერ-მინისტრს“

დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს, უხერხული უწოდა.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, „არაფერი სერიოზული არ იგეგმება“.
„არაფერი სერიოზული არ იგეგმება, დაველოდოთ არჩევნების მეორე ტურს, შემდეგ პარლამენტის შეკრებას და შემდეგ იქნება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებაც. იქ გავიგებთ ყველა ყველაფერს“,-აღნიშნა მინისტრმა.
მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პოსტი შესაძლოა ვახტანგ ყოლბაიამ დაიკავოს.
“მე ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით არაფერი არ განიხილება, ხოლო კითხვა, ვიქნები თუ არა განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, უნდა დაუსვათ პრემიერ-მინისტრს. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები