ქეთევან ციხელაშვილი: ყველა სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, როგორც მისი აპარატი, ასევე ყველა უწყება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ციხელაშვილის თქმით, ჯერჯერობით, სამინისტროების გაერთიანების საკითხის განხილვა არ მომხდარა.
“უნდა დაველოდოთ არჩევნების მეორე ტურს და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღება. ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. რაც შეეხება სამინისტროების ფუნქციონირებას, ყველა სამინისტრო აგრძელებს ფუნქციონირებას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, მათ შორის ჩვენი მიმართულებით. ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობს, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და სახელმწიფოსთვის შერიგების მიმართულება, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს ასე დარჩება”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები