პრემიერი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის, “Doing Business”-ის რეიტინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა.
„საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა და დღეს ჩვენ ვართ 190 ქვეყანაში 10 ტოპ რეფორმატორთა სიაში და რეგიონის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა. ძალიან დიდი შედეგია ეს, ეს არის, რა თქმა უნდა, მთელი გუნდის მუშაობის შედეგი და მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს. ამ ორმა სამინისტრომ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით. ეს ძალიან დიდი შედეგია, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ინვესტორისთვის ეს რეიტინგი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მმართველობის პერიდოში არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება არის იოლი, არამედ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული უმაღლეს პრინციპად ქონების ხელშეუხებლობა, საკუთრების დაცვა და ძირითადი პუნქტები, რომლებშიც მიღწეული იქნა პროგრესი, ეს გახლავთ ქონების რეგისტრაციის მიხედვით კრედიტის მიღება, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, ბიზნესის და მშენებლობის დაწყება – ეს არის პუნქტები, რომლებშიც წავიწიეთ მნიშვნელოვნად წინ.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით საკუთრების დაცვის უფლებით და არაერთი სხვა მიმართულებით, რაც ასევე ხაზგასასმელია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები