„ფაინ ლაიფ გრუპი“ მომსახურებისა და გლობალური პროექტების შესახებ ბიზნეს კონფერენციას ჩაატარებს

2016 წლის 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში კომპანია „ფაინ ლაიფ გრუპი“ მომსახურებისა და გლობალური პროექტების შესახებ ბიზნეს კონფერენციას ჩაატარებს.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, „ფაინ ლაიფ გრუპ“-ი წარმოადგენს საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიების ქსელს, რომელიც სთავაზობს კლიენტებს იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ: კვიპროსში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში და ახლა უკვე საქართველოში.
კომპანია „ფაინ ლაიფ გრუპ“-ი დაფუძნდა 1975 წელს და აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო პოლიტიკის გლობალური პლატფორმების ანალიზისა და დაგეგმარების საკითხებში. ეკონომიკის განვითარების, საერთაშორისო, თანამედროვე ტენდენციების, ბიზნეს-ურთიერთობების გამყარების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით.
„ფაინ ლაიფ გრუპ“-ს კონფერენციაზე წარმოადგენს ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობის დირექტორი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობს კომპანიის საქმიანობას და იმ პერსპექტივებს, რომლებიც იკვეთება საქართველოს ეკონომიკის მზარდი განვითარების ინვესტირების კუთხით.
კონფერენციის მომხსენებლები ისაუბრებენ იმ გამოცდილებაზე, რომელიც აუცილებელია სწორი საივესტიციო პაკეტების შესადგენად, ბიზნესპარტნიორების მოსაზიდად ერთობლივი,საქმიანი პროექტების განსახორციებლად- ენერგეტიკის , ტურიზმის, მშენებლობისა და უძრავი ქონების მიმართულებით.
კონფერენციას დაესწრებიან ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები