ნოდარ ხადური ლარის კურსზე: ყველაფერი იქნება ძალიან კარგად
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ვარდნის ტენდეციას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
„მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ალბათ, უფრო გამოძახილი იმ ტრანზაქციის და იმედია, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ „არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს“.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი კურსის თანახმად, ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 2.3888 ლარს შეადგენს.