ავღანეთში „ბოევიკებმა“ 30 ადამიანი გაიტაცეს და მოკლეს

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 30 ადამიანი გაიტაცეს და მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობა „ბოევიკებმა“ იმ მომენტში შეიპყრეს, როდესაც ისინი ცხვარს მწყემსავდნენ.
პოლიციამ გატაცებული პირების გათავისუფლება სცადა, რომლის დროსაც „ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა. ამის საპასუხოდ ტერორისტებმა მძევლები, მათ შორის ბავშვები მოკლეს.
ბოლო დროს „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში გავლენის გაძლიერებას ცდილობს. ამჟამად ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გავლენა რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები