“არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც “ქართულ ოცნებას” ჩვენი მხარდამჭერები არ უნდა აძლევდნენ ხმას”

“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” წევრი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ პარტიამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.
ახვლედიანის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ არ სურთ, რომ მათი მხარდამჭერები  “ნაციონალურ მოძრაობას” ან “ქართულ ოცნებას” აძლევდნენ ხმას.
“კომისიის წევრებიც კი გამოვიწვიეთ და ოფიციალურად, ბოიკოტი გამოვუცხადეთ მეორე ტურს, რადგან არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც “ქართულ ოცნებას”, ჩვენი მხარდამჭერები არ უნდა აძლევდნენ ხმას. ორი პოლიტიკური ძალა გაერთიანდა და ფაქტობრივად, ერთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე.
წარმომადგენლები თვითონ ცესკო-მ აგვიკრძალა. არ მოგვცა უფლება, წარმომადგენლები გვყავდეს და დავაკვირდეთ, როგორი გარიგება მიდის ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ყველამ კარგად იცის, რომ წარმომადგენლებს აქვთ უფლება, დაწერონ საჩივარი და კომისიის წევრებს არ აქვთ უფლება. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, წარმომადგენლები გვყოლოდა და მერე ყველასთვის გვეთქვა, როგორ ემზადებიან 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ ძალას, როგორც ცნობილია, “თავისუფალმა დემოკრატებმა” საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან 400-ზე მეტ წევრი გამოიწვიეს.
“თავისუფალ დემოკრატებში” განმარტავენ, რომ მიზეზი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიის საწინააღმდეგოდ, მათი მიზანმიმართული ქმედება იყო.
პარტიის ლიდერთა განცხადებით, ისინი შეგნებულად აფუჭებდნენ ბიულეტენებს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
კომისიის წევრების გამოწვევის გადაწყვეტილება კი, როგორც აცხადებენ, მეორე ტურში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები