ლევან მამალაძე: მთავარია, რომ საქართველოს პარლამენტში „ნაციონალების“ კლების ტენდენცია შეინიშნება

ძალადობის მექანიზმი, რომელიც სააკაშვილმა დანერგა, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, დღეს აღარ არსებობს.- ამის შესახებ „სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, დონბასიდან სკაიპით ჩართვის დროს განაცხადა.
ლევან მამალაძე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და მშვიდობიანი სტრატეგიის შემუშავებაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობს.
„ივანიშვილმა გახსნა თავისი ურთიერთობები საზოგადოებასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ბიძინა ივანიშვილმა, ყველა მოთხოვნა, რაც დასავლეთს აინტერესებდა, ისე დააფიქსირა, რომ არანაირი ეჭვი არ გაუჩინა ვაშინგტონს, იგივე პროდასავლურ კურსთან მიმართებაში. საქართველოში ადამიანებს თავისი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მიეცა ყოველგვარი გარე ძალების გარეშე.
ივანიშვილმა ქვეყანას აარიდა ის უბედურება, რომელსაც სააკაშვილი პრეზენტაციას უკეთებდა.“-განაცხადა ლევან მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები