გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება

“ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, გარკვეული ცვლილებები იგეგმება.
“სჯობს, რომ დავიცადოთ, იმიტომ, რომ არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ 30-ში არის მეორე ტური. მინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები არ დასრულებულა და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტში წარდგეს უკვე მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, სამინისტროების მიმართულებითაც.
ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ  კონსულტაციებს მთავრობის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები