თენგიზ ფხალაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
პოლონეთში სამუშაო ვიზიტისას, თენგიზ ფხალაძემ უკვე გამართა შეხვედრები პოლონეთის უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელ პაველ სოლოხთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივან კჟიშტოფ შჩერსკისთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და აღნიშნეს, რომ მომავალ წელს, საქართველო – პოლონეთის დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენის 25 წელი სრულდება.
ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, რეგიონულ თემატიკასაც, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ოთხეულის თანამშრომლობის ფორმატებს. განიხილეს სამომავლო გეგმები – ვიზიტებისა და შეხვედრების სამომავლო დღის წესრიგი.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მალგოჟატა გოშევსკასთან სამუშაო ლანჩი გამართა.
მხარეებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, საქართველო – პოლონეთის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
თენგიზ ფხალაძე ხვალ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვა და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები