დიმიტრი ქუმსიშვილი შესაძლო ცვლილებებზე: ჯერ მეორე ტური დავასრულოთ გამარჯვებით

“ჯერ მეორე ტური დავასრულოთ გამარჯვებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური გუნდის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.
ქუმსიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ დიდ გამარჯვებას მოიპოვებს. ამასთან, მან ამომრჩეველს პირველი ტურის მსგავსად, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
„ჯერ მეორე ტური დავასრულოთ გამარჯვებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ. მეორე ტურში, ძალიან მინდა ვთხოვო ყველა ჩვენს ამომრჩეველს, ზუსტად ისევე, როგორც პირველ ტურში მივიდა ურნასთან და გამოხატა თავისი მოსაზრება, ასევე მეორე ტურშიც გამოხატოს თავისი მოსაზრება.
სწორედ ამის მერე დაკომპლექტდება პარლამენტი და წარადგენს პრემიერი ახალ მთავრობას“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები