დავით ჭიჭინაძე: საკონსტიტუციოც და ნებისმიერი უმრავლესობა ტრაგედია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია

„ნაციონალური მოძრაობა“ პირადი პრაქტიკიდან თვლის საკონსტიტუციო უმრავლესობას ძალმომრეობის მექანიზმად. – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ისნის მე-9 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პოლიტიკურად გარდაცვლილებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ყველა იმ დაპირების შესრულებისთვის გამოიყენებს, რაც არჩევნებამდე მოსახლეობას მისცა.
“საკონსტიტუციო უმრავლესობაც და ნებისმიერი უმრავლესობა ტრაგედია იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში. მე და ჩემი გუნდი და ზოგადად „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოვიყენებთ. „ქართული ოცნება“ რომ არ არის აგრესიული პოლიტიკური ძალა, ეს ამ ოთხ წლიანმა მმართველობამაც აჩვენა,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მეორე ტურის არჩევნებში, დავით ჭიჭინაძეს, ყოფილი ოპონენტების მხარდაჭერის იმედი აქვს.
“2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსიც“ და ბევრი სხვა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას.“ მე დღეს ვიცი მათი განწყობა, ისინი მზად არიან მეორე ტურის არჩევნებში ისევ ჩვენ დაგვიჭირონ მხარი.
მოსახლეობის განწყობა და და პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა მაძლევს იმის განცხადების უფლებას, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი გამარჯვებული იქნება.
ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც მისი სახელით სარგებლობენ, ფინანსურ სარგებელს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები