”პატრიოტთა ალიანსმა” ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

„პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით, პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მიიჩნევენ, რომ პარტიას 6 მანდატზე მეტი ეკუთვნის.
„ყველა პარტია, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, ვერ გადალახა ბარიერი, მათი პროცენტები უნდა განაწილდეს ახლა იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. მხოლოდ ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა “ინაწილებენ რატომღაც ამ დარჩენილ 17 ადგილს, ჩვენ არ ვმონაწილეობთ იქ, რაც არასწორია. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო დროულად მოახდენს რეაგირებას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაშინ ჩვენ 8 მანდატს მივიღებთ,“ – აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები