ჯეიმს აპატურაი: კარგად ორგანიზებული არჩევნები საქართველოში ტრადიციად იქცა

“კარგად ორგანიზებული არჩევნები საქართველოში ტრადიციად იქცა”, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს.
“საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები და განაცხადა, რომ კარგად ორგანიზებულად ჩატარდა. მიხარია, რომ ეს ტრადიციად იქცა საქართველოში. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. იყო ინციდენტები, მნიშვნელოვანია მათი გამოძიება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და პატივისცემით. საქართველოსა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი მთავრობა ეყოლება ქვეყანას. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით მუშაობის დაწყებას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები