„იმ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება, რომლის პრინციპულ ოპოზიციაშიც ვართ, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიუღებელია“

“იმ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება, რომლის პრინციპულ ოპოზიციაშიც ვართ, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიუღებელია”, – ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე პარტიის რამდენიმე ყოფილი წევრის მოწოდებას, იმის თაობაზე, რომ მოსახლეობამ არჩევნების მეორე ტურში მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს.
მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების განცხადება არანაირ თანხვედრაში არ არის „თავისუფალი დემოკრატების” პოზიციასთან.
„პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მოსახლეობას და მოქალაქეებს ვაფრთხილებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე. ყოველთვის საფრთხეა, როდესაც ერთი გუნდის ხელში ხდება ასეთი ძალაუფლების კონსოლიდაცია, მაგრამ ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ არც ერთი პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ არც ერთ მოქალაქეს, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებმა თვითონ უნდა გააცნობიერონ საფრთხეები, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, გააკეთონ არჩევანი და პასუხისმგებლობა აიღონ ამ არჩევანზე. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ მხოლოდ ჭიათურაში „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, თემურ გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ. ჩვენ ყველანი ჩავალთ იქ და ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები