“პატრიოტთა ალიანსი“ დამატებითი მანდატების მიღების თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს
პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მიიჩნევენ, რომ პარტიას 6 მანდატზე მეტი ეკუთვნის. როგორც “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, პარტიის წარმომადგენლები სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და დამატებითი მანდატების მიღების მოთხოვნას აპირებენ.
„ყველა პარტია, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, ვერ გადალახა ბარიერი, მათი პროცენტები უნდა განაწილდეს ახლა იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. მხოლოდ ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა “ინაწილებენ რატომღაც ამ დარჩენილ 17 ადგილს, ჩვენ არ ვმონაწილეობთ იქ, რაც არასწორია. გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო დროულად მოახდენს რეაგირებას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაშინ ჩვენ 8 მანდატს მივიღებთ,“ – აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.