პრეზიდენტი მოსახლეობას 30 ოქტომბერს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი მოსახლეობას 30 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარღვევასა და საჩივარზე დროული რეაგირება.
„ცნობილია, რომ განმეორებითმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გადაცდომების გარეშე ჩაიარა. თუმცა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გრძელდება. 30 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ ოლქებში და, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტი მოუწოდებს ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ, შესაბამის სტრუქტურებს კი მშვიდი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისკენ. კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარღვევასა და საჩივარზე დროული რეაგირება”, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები