დავით ონოფრიშვილი: პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ

“პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ და არ ვაპირებ არც  რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას”, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, დავით ონოფრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე პირადად, პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ და არ ვაპირებ არც რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას. ჩვენთვის გულსატკენი იყო, რომ საზოგადოებამ მაინც ორპოლუსიანობა არჩია საქართველოში და ნაკლებად იყო მხარდაჭერილი ისეთი მესამე ალტერნატიული ძალა, როგორიც „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ. რაც შეეხება პარლამენტში ჩვენს საქმიანობას, ძალიან აქტიურები ვიყავით, მე პირადად, 41 საკანონმდებლო ინიციატივა მქონდა, რომელთა უმრავლესობა დამტკიცდა. ძალიან აქტიურები ვიყავით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა ონოფრიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა. გია ვოლსკისთან შეხვედრაზე გია ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე და დავით ონოფრიშვილი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები