დავით ონოფრიშვილი: ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს
“ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს”, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, დავით ონოფრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, მიუღებელია ის არგუმენტები, რის გამოც საუბარია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაუჭირონ მხარი.
„ყველგან არის დარჩენილი ორი კანდიდატი. მე ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან მიუღებელია არგუმენტები, რის გამოც შეიძლება მხარი არ დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შესაძლოა, პოლიტიკიდანაც. ჩვენ გვყავს ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.