„ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება“
“ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.