სოფო ხორგუანი: ალასანიას და მისი პარტიის ლიდერების წასვლა პარტიიდან იყო გაქცევა

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ აჩვენეს თავის შესაძლებლობა ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც, ეს იყო ამ ადამიანების რესურსი და ნუ მოვთხოვთ მათ „ვაცლავ ჰაველობას“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი „თავისუფალი დემოკრატების“ ზოგიერთ ლიდერს კარგ დიპლომატს უწოდებს, თუმცა თვლის, რომ ეს კარგ პოლიტიკოსობას არ ნიშნავს.
“თავისუფალმა დემოკრატებმა“ აჩვენეს თავის მოცემულობა ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც . მე პირადად, რაც ალასანიამ გააკეთა, რომ დამარცხების შემდეგ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, ლოგიკურ ნაბიჯად მიმაჩნია, თუმცა ის არ უნდა წასულიყო პარტიიდან, არც ის და არც სხვა ლიდერები, ეს იყო უკვე გაქცევა.
ისინი უნდა დარჩენილიყვნენ პარტიაში და მიეცათ სხვა წევრებისთვის რეალიზების საშუალება. მე შემიძლია რამდენიმე მათ ლიდერზე ვისაუბრო, მაგალითად ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო კარგი დიპლომატი და ყოველთვის იქნება, მაგრამ ის არ იყო კარგი პოლიტიკოსი, მას არ შეეძლო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.
ამ ადამიანების ხელისუფლებასთან რაიმე სახით თანამშრომლობას მხოლოდ მივესალმები. ჩვენ გვაქვს კადრების კრიზისი, ამიტომ თუ ვინმეს არ აქვს კრიმინალური წარსული და აქვს გამოცდილება, უნდა გამოვიყენოთ ისინი“, – განაცხადა უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები