ბექა ნაცვლიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ზოგიერთი წევრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ
საპარლამენტო გზით „თავისუფალი დემოკრატების ხელისუფლებაში მოსვლა ვეღარ მოხდება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდებიან, აღნიშნული ინფორმაცია ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
„ერთია პარტია და მეორეა პიროვნებები, ვინც ამ პარტიაში იყვნენ. არჩევნები დასრულებულია და აქედან გამომდინარე, „თავისუფალი დემოკრატების” წევრები არჩევნების გზით ვერ მოხვდებიან პარლამენტში, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ბექა ნაცვლიშვილმა.