საქართველოს რეგიონებსა და თბილისის შემოგარენში პირველი თოვლი მოვიდა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს რეგიონებსა და თბილისის შემოგარენში თოვს. თოვლია წავკისში, წყნეთში, კოჯორში, ასევე დედოფლისწყაროში, ბაკურიანში და სხვა მთიან რაიონებში.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს დედაქალაქში ჰაერი 5 გრადუსამდე გათბება, ხვალ ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და მხოლოდ 4 გრადუსამდე დაეცემა.
მისივე თქმით, ხვალ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი და ნისლი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო.
სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით, 27 ოქტომბრიდან გამოიდარებს.
14872425_10154093090584779_1929456598_n 14800684_10154093090589779_916149047_n 14805460_10154093090604779_764322181_n14804767_533056356900552_428946264_n 14800985_10154093090599779_1820751573_n

14826422_10207108054251364_1284539436_n 14805556_10207108054331366_737104937_n 14826192_10207108054291365_1792206888_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები