სოზარ სუბარი იუსტიციის მინისტრად თამარ ჩუგოშვილის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს

თეა წულუკიანი ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია”, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სობარ სუზარმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე თამარ ჩუგოშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, თეა წულუკიანი თავისი პრინციპულობით, გამორჩეულია.
„თეა წულუკიანი ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია. სულ რაღაც ორი სამია ისეთი მინისტრი, რომლებიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე იმ თანამდებობებზე არიან რომლებზეც დაინიშნენ. მართლაც გამორჩეული მინისტრია თავისი პრინციპულობით“, – განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, შეკრების მიზეზი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები