მანანა კობახიძე: მას არ ვიცნობ, თუმცა ალბათ ცოდნით, თუ გამოცდილებით ერკვევა ქვეყნის უშიშროების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში
მე ვერ გეტყვით, მას არ ვიცნობ, თუმცა ალბათ შესაბამისად, თავისი ცოდნით, თუ გამოცდილებით ერკვევა ქვეყნის უშიშროების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის შეფასებისას გააკეთა და დავით რაქვიაშვილს პოსტზე დანიშვნა მიულოცა.
„პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ალბათ მისი ბიოგრაფიის, მისი გამოცდილების, მისი წარსულის შედეგია. მე ვერ გეტყვით, მას არ ვიცნობ, თუმცა ალბათ შესაბამისად თავისი ცოდნით, თუ გამოცდილებით ერკვევა ქვეყნის უშიშროების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში. რაც ქვეყნის უშიშროებას, მის თავდაცვისუნარიანობას ეხება და რაც ამ ორგანოს საქმიანობას და კომპეტენციებს ეხება. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება, ეს მისი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა ამ პირზეც პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.