დეპუტატები, რომლებიც ყველაზე ხშირად აცდენდნენ პარლამენტის სხდომებს – კვლევის შედეგები

”სამართლიანი არჩევნების” კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობას ეხება, პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან არასაპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად პარლამენტის სხდომები მარიკა ვერულაშვილს, კახა ბუცხრიკიძეს და ლევან ქარდავას აქვთ გაცდენილი.
ამასთან, დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პლენარული სხდომების სიხშირის მიუხედავად, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან ხელფასი დაექვითა მხოლოდ 5 დეპუტატს. ჯამში, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის პლენარული სხდომების გაცდენისათვის დაქვითული ხელფასის ოდენობა ასე გამოიყურება: კობა ნაყოფია – 758 ლარი, მარიკა ვერულაშვილი – 758 ლარი, თეიმურაზ ჭკუასელი – 400 ლარი, ვიქტორ ჯაფარიძე – 390 ლარი და როლანდ ახალაია – 200 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები