მანანა კობახიძე სანდრა რულოვსზე: კანდიდატურის მოხსნა, პრაქტიკულად, მის მიერ დამარცხების აღიარებაა

“სამი უბნის შედეგებმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სანდრა რულოვსს სამეგრელოში მხარდაჭერა არ აქვს“, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატურის მოხსნა, პრაქტიკულად, მის მიერ დამარცხების აღიარებაა.
„ვფიქრობ, რომ ეს სააკაშვილის დავალებით არის მაინც გაკეთებული, რადგან ის პოლიტიკაში, როგორც სააკაშვილის პროექტი ისე შემოვიდა და ყოფილი პრეზიდენტის გარეშე გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. დანარჩენი შიდა პარტიული საქმეა, ნაკლებად საინტერესოა. მთავარი ის არის, რომ მეორე ტურში სამეგრელოშიც და ყველა ტურშიც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები