სუბარი: სანდრა რულოვსმა იცის, რომ წააგებს და, როგორც ჩანს, გაცლა ამჯობინა

სანდრა რულოვსი დარწმუნდა, რომ აგებს არჩევნებს და ამას “ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეეგუოს, – აღნიშნული განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
“სანდრა რულოვსი დარწმუნდა, რომ აგებს არჩევნებს და ამას “ნაციონალური მოძრაობაც” უნდა შეეგუოს. შეგუებულნიც არიან პრინციპში – გვახსოვს, რომ ორი კვირის წინ ლაპარაკობდნენ, რომ იმარჯვებდნენ არჩევნებში, ახლა განგაშის ზარებს არისხებენ, “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოსო. ჩვენ მოვიგეთ ორი კვირის წინ, კიდევ უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ 30-ში და “ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეეჩვიოს მარცხს და დარჩნენ მეორეხარისხოვან პარტიად. სანდრა რულოვსმა იცის, რომ წააგებს და როგორც ჩანს გაცლა ამჯობინა, ვიდრე ის, რომ დაფიქსირდეს შედეგი, რაც სავარაუდოდ ელოდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები