სალომე ზურაბიშვილი: სანდრა რულოვსმა დაასრულა ის თემა, რომ სამეგრელოში არიან უფრო მეტი “ნაცები,” ვიდრე სხვაგან

მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს. იგი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას რეალისტურს უწოდებს და თვლის, რომ მოსაზრება, სამეგრელოში “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა სიმრავლეზე, მცდარია.
„მივესალმები სანდრა რულოვსის რეალისტობას და ასევე მივესალმები სამეგრელოს, რომელმაც გააკეთა ღირსეული არჩევანი, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა ის თემა, რომ სამეგრელოში არიან უფრო მეტი “ნაცები,” ვიდრე სხვაგან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები