არეშიძე საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზე: „წერილის ხელმომწერთა უმეტესობა “ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება“

ამ წერილის ხელმომწერთა უმეტესობა “ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება – ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე სამოქალაქო საზოგადოება მიმართვის ტექსტს, რომლითაც ისინი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„ამ წერილის ხელმომწერთა უმეტესობა “ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება .ბევრი მათგანი დემოკრატს თამაშობს, ზოგიერთი ლიბერალს, ზოგი კი, უბრალოდ, ფეხის ხმას არის აყოლილი.
იმ წერილში ერთ არგუმენტიც არ არის, რომელიც მე, ერთ რიგით მოქალაქეს, დამარწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის კატასტროფაა. გარდა ამისა, ამ ხალხის საპროტესტო გამოსვლა არ მახსოვს მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, თანაც – ორჯერ.. ამიტომ მე ამ წერილის ავტორების არ მჯერა, თუმცა რამდენიმე ხელმომწერი საკუთარ საქმეში წარმატებული და პატივსაცემი ადამიანია“, -აცხადებს მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები