ლადო ბოჟაძე: დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ არცერთი მანდატის მოგების პრობლემა აღარ ექნება

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება.
იგი კონსტიტუციურ უმრავლესობაში საფრთხეს ვერ ხედავს. ბოჟაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, თუ რომელი პოლიტიკური ძალის ხელში იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.
“ქართულ ოცნებას“ გარანტირებული ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ის რაც უქნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობას, სწორედ ეს არის დასაბალანსებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას ექნება რესურსი შექმნას საპარლამენტო კომისია, თუმცა არა ისეთი ფორმით, რომელიც მანამდე არსებობდა და შედეგს ვერ მიაღწია, რადგან „ოცნებას“ არ ჰქონდა რეალური რესურსი განეხორციელებინა ბევრი ცვლილება. ახლა არავის კონსენსუსი არ დასჭირდება „ქართულ ოცნებას“, თუმცა ჩართულობის ფორმატი იქნება მრავალფეროვანი.
ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოებაც. რა ცვლილებებსაც პარლამენტი მიიღებს, იმას ექნება მნიშვნელობა.“-განაცხადა ლადო ბოჟაძემ. მანვე პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აცხადებს, რომ ის რესურსები, რაც იხარჯება პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ქვეყნისთვის შეუსაბამოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები