“კრწანისის” ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას ლიკვიდირებული პირის ვინაობა ცნობილია

პირი, რომელიც ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხედრო პოლიციის გამოძიების სამმართველოს ხელმძღვანელმა ზურაბ კუხიანიძემ განუცხადა, ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.
„იდენტიფიცირებული პიროვნება არის 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელია. არ შემიძლია ჯერჯერობით თქმა, სამხედრო სამსახურთან იყო თუ არა კავშირში. ახლა შესაბამისი სამსახურებისთვის დავალებული მაქვს დაადგინონ, ვინ არის, რას წარმოადგენს, სად მუშაობდა და ა.შ“. – განაცხადა მან „რუსთავი 2“-თან საუბარში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები