კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი სამხედროს მდგომარეობა კვლავ მძიმეა

კახეთში, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი სამხედროს მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ისინი თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მკურნალობენ. რაც შეეხება ინგოროყვას კლინიკაში მყოფ 4 სამხედროს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურია.
28 სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძნობს.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად ერთი სამხედრო ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი დაშავდნენ.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები