ვინ არის Allmedia-ს მენეჯერი გიორგი ქართველიშვილი

მედიაპორტალ Allmedia-ს მენეჯერი, რომელმაც საარჩევნო უბნებზე შესვლის უფლების მიზნით ცესკოსგან  3405  აკრედიტაცია მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ქართველიშვილია.
540079_144260572384887_270753025_n„კვირა“ გიორგი ქართველიშვილის საქმიანობით დაინტერესდა. ირკვევა, რომ იგი 2012 წლის არჩევნების დროს  „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი იყო. ქართველიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ ღონისძიებაში, რომელსაც იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ბაჩო ქიტიაშვილი აწარმოებდა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქართველიშვილი ისევ აქტიურად ჩაება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში. იგი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, შიდა ქართლის რეგიონში ესწრებოდა დავით ბაქრაძის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის ყველა კანდიდატის წარდგენას. Untitled
ქართველიშვილთან სატელეფონო კომენტარი „ქრონიკამ“ ჩაწერა. იგი ვერ იხსენებს ზუსტად ვინ ყავს დასაქმებული საკუთარ მედიასაშუალებაში და „ქრონიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმ 3400 თანამშრომლიდან, ვისი აკრედიტაციას ცესკომ მისცა, უმრავლესობას არც კი იცნობს. ამასთან, ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც Allmedia-ს აპოლიტიკურობაზე აკეთებს აქცნეტს და ორგანიზაციის 3 წლიან ისტორიას ყვება.
“ახლა კი იმ დაინტერესებული პირების საყურადღებოდ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მედიაფლატფორმა წინასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდასაჭერად შეიქმნა. მინდა მათ ვუთხრა – allmedia 3 წელია არსებობს და აბსოლუტურად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს“, – წერს გიორგი ქართველიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო უბნებზე შესვლის უფლების მიზნით გაცემული აკრედიტაციების ოდენობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. მისი განცხადებით, ბეიჯების რაოდენობის მიხედვით, პირველი ორი ადგილი უკავიათ საინფორმაციო სააგენტო ALLMEDIA-ს – (აკრედიტებულთა რაოდენობა – 3405) და „რუსთავი 2“ – ს (700 ბეჯი). სალომე ზურაბიშვილი Allmedia-ს საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ამ სააგენტოს საქმიანობა საზოგადოებისთვის უცნობია. მისი თქმით, უბანზე ასეთი მედიააქტიურობა უმართავ სიტუაციას ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები