4000 აკრედიტაცია ერთ მედიას – “საიდან ამ გაუგებარ სააგენტოს ამდენი ხალხი“?!

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო უბნებზე შესვლის უფლების მიზნით გაცემული აკრედიტაციების ოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, სულ გაცემულია 5000-მდე ბეჯი. მისივე ინფორმაციით, რაოდენობის მიხედვით, პირველი ორი ადგილი უკავიათ საინფორმაციო სააგენტო “ALLMEDIA”ს – (აკრედიტებულთა რაოდენობა – 3405) და „რუსთავი 2“ – ს (700 ბეჯი).
სალომე ზურაბიშვილი “All media”-ს საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
“საარჩევნო უბნებზე შესვლის უფლებით აკრედიტებული ტელევიზიებზე, პრესაზე და სააგენტოებზე ამ არჩევნებზე გაიცა 5000-მდე ბეჯი …. მათ შორის პირველი ორი ადგილი უკავიათ: 1.საინფორმაციო სააგენტო “ALLMEDIA”ს – დირექტორი გიორგი ქართველიშვილი (განკარგულება №04-37/2016 – 24.06.2016) აკრედიტებულთა რაოდენობა – 3405 (!!!!!) და 2. „რუსთავი 2“ (700 ბეჯი).
ანუ ეს ორი ინაწილებს 4000 ბეჯს, როცა დანარჩენი ასამდე მედიასაშუალება საშუალოდ ინაწილებს 1-დან მაქსიმუმ 11 ბეჯამდე!!!! შემდეგ თუ დაინტერესდებოდით ამ უცნაური ” All media”-ს საქმიანობით, გაიგებდით, რომ მათი ცნობილი “ჟურნალისტი” – მეტსახელით “ჟორიკა“ – ყველა მთაწმინდის უბანზე შევიდა ამალით და გადამღები კამერით, თუმცა სხვა ფორმით ამ სააგენტოს საქმიანობა ჯერაც უცნობია (სააგენტოს ვებგვერდზე მოიპოვება სულ რამდენიმე სტატია 2016 წლის თებერვლიდან ივნისამდე, როცა დარეგისტრირდა საარჩევნოდ)!
უბანზე ასეთი მედიააქტიურობა, რომელსაც ემატება 5-დან 10-მდე არასამთავრობო („ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდეოლოგიურად მონათესავე) დამკვირვებლის სტატუსიანი წარმომადგენელი, ქმნის საარჩევნო უბანზე აურზაურს და ხმაურს, უმართავ სიტუაციას! ვინ სარგებლობს ასეთი გაუმართავი საარჩევნო კანონით და ვის მიერ არის დაშვებული უბანზე სეირნობა, ყველასთვის ადვილი გასაგებია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
აღნიშნულ თემას ეხმაურება “საქართველოს რიკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი დაჩი ცაგურია.
„ხომ არ გაგიჟდით თქვე შარლატანებო, საქართველოში ერთად აღებული არ იქნება 4000 ჟურნალისტი. საიდან ამ გაუგებარ სააგენტოს ამდენი ხალხი? ესაა პროვოკაციების მომწყობი არმია, რომელსაც უნდა შეუზღუდონ არეულობის მოწყობის უფლება. ჟურნალისტებმა მათი “კოლეგების” სიები უნდა გამოითხოვონ, ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ კი აუცილებლად უნდა გაუუქმოს ამ აფერისტებს ეს მოწმობები. დაუტოვონ რაღაც ლოგიკური რაოდენობა 100-200, რა ამბავია 4000, რა სისულელეა…. ბოლო-ბოლო წარმოადგინონ ხელშეკრულება და გადახდილი საშემოსავლოს დამადასტურებელი დოკუმანტაცია“, – წერს ცაგურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები