ზაზა აბაშიძე საზოგადოებას მიმართავს – არავითარი მიმართვისთვის ხელი არ მომიწერია

ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე განცხადებას ავრცელებს. როგორც აბაშიძის განცხადებაში წერია, მიმართვაზე, რომელიც საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტისა და პროდასავლური პარტიების მისამართით გაავრცელეს, მას ხელი არ მოუწერია.
“ზაზას არ აქვს ფბ და ვერ ავრცელებს: მას არავითარი მიმართვისთვის ხელი არ მოუწერია. გადარეულია კაცია, იქნებ ჩემი სახელით დაწეროთ, ტელევიზიით ხომ არ გამოვალო! მოკლედ, მე გამიხარდა ეს ინფორმაცია და თქვენც გახარებთ, ვისაც, რა თქმა უნდა, ზაზაზე გული გწყდებოდათ”, – წერს ისტორიკოსის მეგობარი მისი სახელით.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა მიმართვა, სადაც საზოგადოების წევრები პრეზიდენტს და პროდასავლურ პარტიებს სთხოვენ, თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. დოკუმენტში მითითებულია, რომ მიმართვას ხელს ისტორიკოსი ზაზა აბაშიძეც აწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები