„რთველი ისე ჩატარდა, რომ არც ერთ მევენახეს არც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია“

რთველი ისე ჩატარდა, რომ არც ერთ მევენახეს არც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
​მისი თქმით, რთველის მიმდინარეობის დროს არ ყოფილა არანაირი ექსცესი, შეფერხება ან პრობლემა. როგორც დავითაშვილმა განმარტა, ამის საფუძველი ის არის, რომ ბოლო წლებში მოსავლის დაბინავების კუთხით, ღირებულებათა ჯაჭვში, იმ ღირებულებათა გაძლიერება ხდება, რომელიც მოსავლის დაბინავების პრობლემებს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს კახეთისა და რაჭის რეგიონებში 114 ათას ტონა ყურძენზე მეტი გადამუშავდა. ღვინის კომპანიებს ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია.
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ეტაპი მევენახეობა-მეღვინების დარგის გაჯანსაღების ალბათ გავიარეთ. შემდეგომ ეტაპზე ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, მიწის კონსოლიდაციის, მევენახეთა კონსოლიდაციის და კოოპერაციის წახალისების, რომელიც თვისობრივად ახალ ხარისხობრივ დონეზე გადაიყვანს როგორც მოსავლის შემდგომ დაბინავებას, ისე მევენახეობა-მეღვინეობაში მიმდინარე პროცესებს“, -განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები