კობა ნარჩემაშვილი: იმ კანდიდატების ხმები, რომლებიც არჩევნებს გამოეთიშნენ, წამოვა „ქართული ოცნებისკენ“

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ საზოგადოება მხარს არ დაუჭერს მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“. კობა ნარჩემაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ „მარგინალურ“ ძალას უწოდებს და თვლის, რომ იმ პოლიტიკური პარტიების ხმები, რომლებიც მეორე ტურს გამოეთიშნენ, „ქართული ოცნებისკენ“ წავა.
„ის, რომ მეორე ტური შედგებოდა ქუთაისში, თავიდანვე სავარაუდო იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში გარკვეულწილად როლი იმ აჟიოტაჟმაც შეიტანა, რომელიც პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით ატყდა, თუმცა ვთვლი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების და იმ პოლიტიკური პარტიების ხმები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, ჩვენკენ წამოვა, რადგან ამ ადამიანების ამომრჩევლები არ მისცემენ ხმას „მარგინალურ“ რეჟიმს, იმ რეჟიმს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნარჩემაშვილი აღნიშნავს, რომ ქუთაისში იყო ბევრი გაბათილებული ბიულეტენი, რამაც „ქართული ოცნება“ დააზარალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები