კობა ნარჩემაშვილი: კონსტიტუციური უმრავლესობა საშიშია ავტორიტარული მიდრეკილების მქონე ადამიანების ხელში

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობის ირგვლივ ატეხილ ხმაურს წინასაარჩევნო მანიპულირებას უწოდებს.
ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ხელს შეუწყობს იმ უპრეცედენტო პროექტების განხორციელებას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გეგმავს. ნარჩემაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ამომრჩევლის სურვილის უგულებელყოფა.
“კონსტიტუციური უმრავლესობა საშიში იყო სააკაშვილის ხელში, როცა მან პირადად თავის ინტერესზე მოირგო კონსტიტუცია. კონსტიტუციური უმრავლესობის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ვიღაცისთვის წინასაარჩევნო პიარია. შესთავაზონ საზოგადოებას თავის პროგრამა, რას აპირებენ, რა უნდა გააკეთონ და არა ასეთი თემები, რაც მათი აზრით, მომგებიან პოზიციაში აყენებთ. ვერავინ, ვინც ეს აჟიოტაჟი ატეხა, კონსტიტუციურად და ნორმატიულად ვერ ასაბუთებს, რატომაა ცუდი კონსტიტუციური უმრავლესობა. ეს რომ აკრძალული იყოს, კონსტიტუციაში არ გვეწერებოდა. „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა იმ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სჭირდება, რაც დაგეგმილი აქვს. იგივე ქუთაისთან მიმართებაში“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები