ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. ცესკო-ს წევრებმა კენჭი უყარეს განკარგულებას, რომლის თანახმად, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნა. მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, ორ ოლქში კი განმეორებითი კენჭისყრაა დაგეგმილი. განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს დაინიშნა.
ცესკო-ში კომისიის სხდომა დაიწყო, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უნდა განიხილონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები