„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს თავაძის ლობირებაში ადანაშაულებენ

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს სააკაშვილის დროინდელი კადრებისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ ელიტურ კორუფციას სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩაეყარა საფუძველი. იგი აცხადებს, რომ სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუაშვილი ყოფილ მოადგილეს ლობირებს.
„ვინ გახდება სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, დამოკიდებულია სასამართლოს რეალურ სურვილზე. სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის დამოკიდებულება მისი მოადგილის, ზაზა თავაძის მიმართ არასათანადო პირობებში აყენებს მეორე კანდიდატს ირინა იმერლიშვილს. მოვითხოვთ პაპუაშვილმა შეწყვიტოს პირდაპირი თუ ირიბი ფორმით სასამართლოზე ზეწოლა. პაპუაშვილი უნდა ემზადებოდეს პასუხისმგებლობისთვის იმ ფაქტების გამო, რასაც მისი თავმჯდომარეობის დროს ჰქონდა ადგილი და არა კადრების შერჩევისთვის“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები