კობა ნარჩემაშვილი: არ ვუჭერ მხარს ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას

დაანებონ თავი ჩემმა ოპონენტებმა ამ თემით მანიპულირებას, პარლამენტის გადმოტანა ქუთაისიდან თბილისში არ დგას დღის წერიგში, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
ნარჩემაშვილი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიგი წერეთელს დაუპირისპირდება, მიიჩნევს, რომ თემით მანიპულირებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ახდენენ.
კობა ნარჩემაშვილი აღნიშნავს, რომ, როცა პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, ეს არ იყო გათვლილი ხალხის კეთილდღეობაზე, თუმცა იგივე უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება, თუკი მმართველი გუნდის მიერ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შესახებ დაიწყება საუბარი.
“თავის დროზე, როდესაც პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, ეს არ იყო რა თქმა უნდა, ხალხის კეთილდღეობისთვის ჩაფიქრებული იდეა, თუმცა დღეს იგივე პარლამენტი თუ გადმოვა თბილისში, ასეთივე უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, როგორც ეს თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკეთეს. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში უნდა იყოს პარლამენტი. იქ უკვე შეიქმნა გარკვეული ინფრასტრუქტურა და სურვილი მაქვს, რომ ეს ქალაქი იყოს მეორე პოლიტიკური ცენტრი.
ამ თემით ახდენენ მანიპულირებას მეორე ტურის წინ ჩვენი ოპონენტები. ამ თემაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იყოს საუნივერისტეტო ქალაქი, განვითარებული ინფრასტუქტურის მქონე ქალაქი, რაც პრიოროტეტად დაისახა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები