თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოების ჩატარებაა.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები