რიყეზე ომის ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული „თბილისობა 2016“ დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ვეტერანებთან ერთად აღნიშნა. დღესასწაულის ფარგლებში, რიყეზე ხელოვანი ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ირაკლი ავალიშვილმა, ლელა ქაჩიბაიამ, გიგა არველაძემ, თენგიზ ცხვიტავამ, მზევარ იობიძემ და ხათუნა ჭანტურიამ დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს.
ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ოჯახთან ერთად დაათვალიერა. გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები