ურსულა ფონ დერ ლაიენი: საქართველო გზაჯვარედინზეა – ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ქვეყანა გზაჯვარედინზეა და ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.
„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნის ევროპული მომავალი. საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.
I am following the situation in Georgia with great concern and condemn the violence on the streets of Tbilisi.
The Georgian people want a European future for their country.
Georgia is at a crossroads. It should stay the course on the road to Europe.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 1, 2024