ზუგდიდში შვილის მკვლელობაში ბრალდებულს გირაო ისე შეეფარდა, პროცესს ადვოკატი არ ესწრებოდა

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა თ.ა. ზუგდიდის რაიონის სასამართლოს წინაშე ადვოკატის გარეშე წარსდგა.
მოსამართლე დავით გელაშვილმა 10 000 -ლარიანი გირაო ბრალდებულს ისე შეუფარდა, რომ მის ინტერსებს არც სახაზინო ადვოკატი იცავდა.
როგორც „კვირას“ დავით გელაშვილის თანაშემწემ სოფო ქებურიამ განუცხადა, დღევანდელ პროცესს ბრალდების მხარის პროკურორი და ბრალდებული ესწრებოდნენ.
მისივე თქმით, პროცესზე ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ათ დღეში გადახდით მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ქებურიას ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდა 30 დღეში დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გარდაცვლილი ახალშობილი ტუალეტში იპოვეს. საზარელი შემთხვევა ანთიების ოჯახში მოხდა. “კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა, რის შემდეგაც ჩვილი ტუალეტში ჩააგდო. როგორც “კვირას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალს სამი შვილი – ერთი გოგონა და ორი ბიჭი ჰყავს. სამივე მათგანი სკოლის მოსწავლეა, მეუღლე კი დაახლოებით რვა წლის წინ გარდაეცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი იეჰოვას მოწმე იყო და სოფელში ხშირად ქადაგებდა. ადგილობრივების ინფორმაციითვე, ის თავად გამოტყდა, რომ მშობიარობის შემდეგ შვილი ტუალეტში ჩააგდო. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები